29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
მმართველმა გუნდმა ბათუმში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა

მმართველმა გუნდმა ბათუმში, მოსახლეობას "ქართული ოცნების" პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

პარტიამ ბათუმში მაჟორიტარობის განდიდატად, ოფიციალურად რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტიტე აროშიძე წარუდგინა.

წარდგენას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

პარტიულ პრეზენტაციაზე ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მმართველი გუნდის წევრებმა ბათუმის ეკონომიკური განვითარების სამომავლო ხედავსა და გამარჯვების სტრატეგიაზე ისაუბრეს.

დღის ამბები