29 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
დაკრძალავენ თუ არა 11 წლის მოზარდს წესის აგების გარეშე - სასულიერო პირები დღეს არაერთგვაროვან მოლოდინებს ქმნიდნენ

დაკრძალავენ, თუ არა, თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს წესის აგების გარეშე - ეკლესიაში ვერ არკვევენ, რა ხდება მაშინ, როცა გამოძიებას ჯერ კიდევ არ აქვს დასაბუთებული პასუხი კითხვაზე - მოკლეს, თუ თავი მოიკლა.

სასულიერო პირები დღეს, არაერთგვაროვან მოლოდინებს ქმნიდნენ. თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ამ ასაკის ბავშვისთვის რთული იქნებოდა გარემოებების განსაზღვრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე ძალადობდნენ.

როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, შესაძლოა, მისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ.

ამ ხისტი პოზიციის მიუხედავად, მღვდელმსახურები პირობას დებენ, რომ საკითხით დაინტერესდებიან და შექმნილ ვითარებაზე ერთობლივად იმსჯელებენ.

გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა კი, უკვე თბილისშია. მას აეროპორტში PCR ტესტი ჩაუტარდა.

დღის ამბები