29 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
რუსეთს არ სურს, ქართველებმა, უკრაინელებმა და ბელარუსებმა მშვიდად იცხოვრონ - გენერალი ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოს შესახებ წერს.

მისი განცხადებით, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება კრემლის მხრიდან. რუსეთს არ სურს, ქართველებმა, უკრაინელებმა და ბელარუსებმა მშვიდად იცხოვრონ. კრემლის მხრიდან შეზღუდულია ყველა შესაძლებლობა, გამჭვირვალე მთავრობა იქნება ეს, თუ საზოგადოება, რომელიც თავის შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს.

ბენ ჰოჯესის ამ განცხადებას თან დართული აქვს იგორ კუროპტევის სტატია, სადაც საუბარია კრემლის მიერ საქართველოს არჩევნებში ჩარევაზე.

დღის ამბები