29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" ანტითურქული საარჩევნო ბანერი გამოჩნდა, რომელზეც აჭარის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიად არის მონიშნული

ირმა ინაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა საქართველოს რუკაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან ერთად, აჭარაც გააწითლა. ამ შინაარსის საარჩევნო ბანერები ბათუმში გამოჩნდა. როგორც "პატრიოტთა ალიანსში" განმარტეს, ისინი ამ ბანერით თურქული მხარის მიერ შესაძლო ექსპანსიაზე მიანიშნებენ.

"ეს არის აჭარაში თურქული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია, სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს და ბანერი ამას გადმოსცემს. მკაფიოდ ვხედავთ თურქეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსიის ნიშნებს კი არა მხოლოდ, ამ წლების მანძილზე ეს ექსპანსია კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ დიახ უნდა დავიცვათ აჭარა, დიახ, უნდა დავიცვათ საქართველო," - აცხადებს ირმა ინაშვილი.

დღის ამბები