29 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
"სინედოკ თბილისის" კინოფესტივალი იწყება - 30 აგვისტოდან ფილმების ჩვენება ონლაინ ფორმატიდან დრაივ-ინ სივრცეში ინაცვლებს

ჩვენ ვქმნით ემოციებს - "სინედოკ თბილისის" კინოფესტივალი ამ სლოგანის გარშემო ერთიანდება.

ონლაინ ჩვენების შემდეგ ფილმები ღია სივრცეში - დრაივ-ინ ფორმატში ინაცვლებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 7 სექციაში სულ 45 ნამუშევარია თავმოყრილი. ფესტივალი 30 აგვისტოდან, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

წლევანდელი პროგრამა 7 სექციას მოიცავს, სადაც თავს 45 დოკუმენტური ნამუშევარი იყრის. მრავალფეროვანი თემატიკა ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.

ფესტივალი მსოფლიოში პირველია რომელიც დოკუმენტურ კინოჩვენებებს დრაივ-ინ ფორმატში მართავს.

 

დღის ამბები