29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
მორიგი წერილი გლდანის ციხიდან - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნემ მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

მორიგი წერილი ციხიდან - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ნიკა რევაზიშვილმა კურიერს კიდევ ერთი წერილი გამოუგზავნა, და ისევ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. ამჯერად რევაზიშვილი ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს აძლევენ.

"კურიერისთვის" დღეს ცნობილი გახდა, რომ გამომძიებლები რევაზიშვილის თანამესაკნეებითაც დაინტერესდნენ და მათი ჩვენებები საქმეშიც დევს. 

სწორედ კობა ჩიტიძის შესახებ საზოგადოებისთვის გამოგზავნილ წერილში წერს ბრალდებული ნიკა რევაზიშვილი, რომელიც ოჯახმა გასაჯაროებამდე კურიერს ექსკლუზიურად გადმოსცა.

წერილში "ტოიოტა ქამრის" მგზავრი ამტკიცებს, რომ მისი თანამესაკნე იტყუება.

ამ რევაზიშვილით წერილით შეიტყო მისმა ოჯახმაც თანამესაკნის ჩვენების შესახებაც, რადგან მათ საქმის მასალებთან წვდომა გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე არ აქვთ. ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ საკანში სულ სამი პატიმარია, კობა ჩიტიძის შესახებ კი ბრალდებული რევაზიშვილი ადვოკატებს უყვებოდა და ეუბნებოდა, რომ მასთან ერთად საეჭვო პირი იმყოფებოდა, რომელიც ბევრ კითხვას სვამდა. ოჯახს საეჭვოდ მიაჩნია, რომ კობა ჩიტიძე საკანში ნიკა რევაზიშვილის მოთვსების შემდეგ გადაიყვანეს და მალევე დაატოვებინეს.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა მიიჩნევს, რომ ნიკა რევაზიშვილი და მისი ოჯახი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას შემდეგ გააქტიურდნენ რაც პროკურატურამ მკვლელობის ნაწილში ახალი შუალედური დასკვნა დადო და განმარტა, რომ რევაზიშვილი გაგნიძესთან ერთად ფეხბურთელს გზის საპირისპირო მხრიდან დახვდა.

დღის ამბები