29 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ვინ იბრძოლებს პარლამენტში მოსახვედრად ოპოზიციიდან რეგიონებში - ხელისუფლების ოპონენტებმა ერთობა მხოლოდ თბილისის ექვს ოლქში შეინარჩუნეს

ვინ იბრძოლებს მეათე მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად ოპოზიციიდან რეგიონებში - ფაქტი ერთია, ოპოზიციამ ერთობა მხოლოდ თბილისში და ისიც ექვს ოლქში შეინარჩუნა, რეგიონებში კი ყველა ცდილობს დამოუკიდებლად იბრძოლოს.

პოლიტიკურ პარტნიორებთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ოცდაორივე ოლქში საკუთარი კანდიდატის დასასახელებლად ემზადება.

სანამ კანდიდატებს დაასახელებს, სააკაშვილის გუნდი მოლაპარაკებებს "ქართული ოცნების" ყოფილ წევრთან მართავს, ერთ-ერთი კახა ოქრიაშვილია, რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა დმანისსა და წალკის საარჩევნო ოლქებში გამარჯვებისთვის სჭირდება.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია რეგიონებში რჩეულების დასასახლებლად ემზადება. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ არჩევანი ძირითადად ლიდერებზე შეაჩერეს და მათზე, ვისაც სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების რესურსი აქვს. 

2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე 10 სამჟორიატრო ოლქისთვის იბრძოლებს ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური გაერთიანება მოქალქეები.

ოქტომბერში საპარალემნტო არჩევნები შეცვლილი სისტემითა და საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდება.

დღის ამბები