29 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ორონავირუსის გაზრდილი შემთხვევები და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე უფასო ტესტირება - მოქალაქეების ნაწილს COVID-19-ის არსებობის ისევ არ სჯერა

19 გარდაცვლილი, 1500-მდე ინფიცირებული, 5000-ზე მეტი ადამიანი კარანტინში, ეს COVID-19-ის საქართველოში არსებული სტატისტიკაა, თუმცა მიუხედავად ამისა მოსახლეობის ნაწილს მაინც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის და ხშირ შემთხვევაში არც რეკომენდაციებს იცავს.

ინფიცირების ახალი შემთხვევები არა მხოლოდ ცხელ კერებში არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ფიქსირდება. იმისთვის, რომ პანდემიის გამო შიდა ტურიზმი მაინც არ ჩავარდეს, უფასო ტესტირება ზღვისპირეთში გრძელდება. ქვეყნის მაშტაბით დღეში 5000 PCR და 1500 სწრაფი ტესტი ტარდება.

კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკას კიდევ 8 ადამიანი შეემატა. მათგან 2 უკვე შესწავლილი პაციენტის კონტაქტია.

ვითარება უცვლელია სვანეთში, სადაც 73 ინფიცირებულია. მდგომარეობას ეპიდემიოლოგები ამ დროისთვის სტაბილურად აფასებენ.

28 აგვისტოს მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 1455 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 1196 ადამიანი. ვირუსმა 19 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები