29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
დააგვიანა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა ბოდიშის მოხდა - ენმ-ში მას პრემიერობის კანდიდატად განიხილავენ, ოპოზიციის ნაწილისთვის კი ის უკვე წარსულია

მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, თუ ვერ ჩამოვა საქართველოში, "ნაციონალური მოძრაობა" მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მაინც დაასახელებს. ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილება მიუღებელია "ევროპული საქართველოსთვის", ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს პრემიერად უკვე სხვა კანდიდატურა ჰყავთ.

ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი კი, მესამე პრეზიდენტს წარსულს უწოდებს და "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას შეცდომად აფასებს.

დღეს, ოპოზიციაშიც და უმრავლესობაშიც განხილვის თემა, სააკაშვილის მიმართვაში ნახსენები ბოდიშიც იყო. პოლიტიკურ სპექტრს კითხვაა აქვს - ამ ბოდიშით მესამე პრეზიდენტმა შეცდომები და მისთვის წაყენებული ბრალეულობები აღიარა, თუ ბოდიში ამომრჩევლის გულის მოსაგებად მოუხადა.

დღის ამბები