29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდება ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდება ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება არ შეიცვლება, თუმცა საქმის სტრასბურგში გადასაგზავნად, ისინი ვალდებულები არიან საქართველოში ყველა ინსტანციას მიმართონ. იარაღის უკანონოდ შეძენისა და ტარების გამო, გიორგი რურუას, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბრალდებას ადვოკატები აბსურდულად მიიჩნევენ და რურუას პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, მათი თქმით, ქვეყანას დღეს გიორგი რურუას სახით საერთაშორისო საზოგადოების აღიარებული პოლიტპატიმარი ჰყავს.

დღის ამბები