29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
ბათუმში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა შედგა

ბათუმში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა შედგა. კალათბურთის ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ საჩვენებელი თამაშით გაიხსნა.

ტურნირმა სტარტი ეროვნული გმირის დაბადების დღეზე, 18 აგვისტოს აიღო.

ჩემპიონატში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს გუნდები "ნუგელა" და "ორბი" დაუპირისპირდა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი "ნუგელამ" მოიპოვა.

 

დღის ამბები