ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, როგორც პრესკონფერენციაზე განმარტა, მისთვის უმჯობესი იქნება, - დატვირთულ სამუშაო გრაფიკზე უარი თქვას.
65 წლის შინზო აბესი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, მის პოლიტიკიდან წასვლას წამყვანი ქვეყნების ლიდერები გამოეხმაურნენ და პოლიტიკოსს წარმატებები უსურვეს, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ შინზო აბე იმ ლიდერთა რიცხვში შევა, რომელთა პოლიტიკიდან წასვლამ მნიშვნელოვანი სიცარიელე შექმნა.
"რა თქმა უნდა, შანსს არ გავუშვებ ხელიდან და კომენტარს გავაკეთებ იაპონიის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, მინდა გულწრფელად ვუსურვო მას ჯანმრთელობა, ვფიქრობ მისი მოღვაწეობისას გერმანიასა და იაპონიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა,"- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.