29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"უნდოდათ რამე წამომცდენოდა მაგრამ მაგათი ბავშვი არავინაა" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ-ს სახლში კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.

არასრულწლოვნის მამის ინფორმაციით, მან საძინებელ ოთახში სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა და სამართალდამცავები გამოიძახა.

მისივე მტკიცებით, დაახლოებით თვენახევრის წინ მსგავსი მოწყობილობა ვახტანგ ჩიქოვანის სახლშიც იპოვეს. თუმცა, ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

"კითხვები იყო სტანდარტული, სად ვიპოვე და როგორ ეს აპარატურა. საკმარისზე მეტი ინფორმაცია მივაწოდე და ვუთხარი, რომ კითხვებზე ადვოკატის გარეშე არაფერს ვუპასუხებდი. საქმეს ფიზიკურად ვერ ხსნიან ამისთვის პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით. ხელჩასაჭიდი უნდოდათ რამე იქნებ რამე წამომცდენოდა მაგრამ მაგათი ბავშვი არავინ არ არის,"- განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

დღის ამბები