თურქი ადვოკატი ებრუ, რომელიც ციხეში სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 238 დღის მანძილზე შიმშილობდა, სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიება მას და სხვა იურისტებს, ტერორიზმთან კავშირს ედავებოდა, რასაც როგორც თავად, ისე მათი კოლეგები, გამორიცხავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ განაჩენი სასამართლომ ყალბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა.
ადვოკატის გარდაცვალებას სტამბოლში მასობრივი პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა, ვრცელდება ცნობები დაკავებულების შესახებ.