29 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ჩვენთვის ყველა პარტია და ადამიანი სულიერი შვილია - დეკანოზი შალვა კეკელია მოახლოებულ არჩევნებზეჩ

მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე არამხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ ეკლესიაშიც საუბრობენ. ამ თემაზე სასულიერო პირებმა დღევანდელი სადღესასწაულო წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთეს კომენტარები.

"ახალქალაქში ვცხოვრობ და დეპუტატთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ვუთხრა, სანამ არ აგირჩევენ აღარ მოხვიდეთქო? შეუძლებელია ამის აღკვეთა, მეუფე იაკობს, რომ ჰკითხოთ ისიც ამ აზრზე იქნება. ჩვენ ადამიანები ვართ და ეკლესიის ძალაც ის არის, რომ ჩვენი ინდივიდუალური აზრები ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს," - აცხადებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

მათი განცხადებით, ეკლესია საერო საქმეებში არ ჩაერევა და არცერთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ღიად არ დააფიქსირებს.

"ჩვენ ეკლესიის წევრები ვართ და ჩვენთვის ყველა პარტია და ადამიანი სულიერი შვილია. ეკლესია არასოდეს გამოყოფს არცერთ ადამიანს. რაღაცები არც წინა მთავრობაში მომწონდა და არც ამ მთავრობაში მომწონს და პირიქით. ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ოდესმე რომელიმე პარტიის მხარეს ვიქნებით,"- აღნიშნავს დეკანოზი, ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი მამა შალვა (კეკელია). 

დღის ამბები