29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში, მას თუ ვინმე ელოდება, ეს არის მართლმსაჯულება - ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მან დაშვებული შეცდომების გამო ბოდიში მოიხადა, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს უსინდისოდ ნათქვამს უწოდებს და აცხადებს, რომ მის ჩადენილ ქმედებებს ბოდიში არ ჰყოფნის და ამაზე შესაბამისი პასუხისმგებლობაა:

"ეს ბოდიში არის იძულებითი, იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში რომ ერთხელ არ მოიხდი ბოდიშს და 8 წლის შემდგომ ბოდიშზე მიდიხარ. ისევ ძალაუფლებისთვის, ისევ და ისევ იმისთვის, რომ არჩევნებზე გარკვეული ქულები დაიწეროს ამ ბოდიშის არავის არ სჯერა, ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში. თუ ის ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებებზე, ქონებების წართმევებზე, ამაზე ბოდიში არ კმარა, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსი კონკრეტულად არის პასუხისმგებლობები. თუ ვინმე მას ელოდება, ეს არის მართლმსაჯულება," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები