29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
რამდენიმეს სიკვდილი ერთის გადასარჩენად არ არის სწორი - მიტროპოლიტი ნიკოლოზი სუროგაციაზე

სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სუროგაციის თემასთან დაკავშირებით პირველი განმარტება გააკეთა.

"როდესაც ხელოვნური განაყოფიერება ხდება, ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი უკვე ჩასახული და სული მინიჭებული აქვს. რამდენიმეს სიკვდილი კი ერთის გადასარჩენად, არ არის სწორი, ვისაც როგორ უნდა,  ისე გააკეთოს, მაგრამ ეს ასეა, მე კი არ მომიგონია?!"- აცხადებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

დღის ამბები