29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
ახალი შემთხვევებიდან 3-ის წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა გრძელდება - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, 2-ის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3-ზე კი ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის მიზნით.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 82%-ია.

კოვიდ ცენტრებში 232 აქტიური შემთხვევაა , მათგან 4 კრიტიკულად მძიმე და 17 კი მძიმე მდგომარეობაში მყოფია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 18 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა, ერთი კი მძიმე, თუმცა მათი დაავადება არ პროგრესირებს და მოსალოდნელია დადებითი განვითარება.

დღის ამბები