29 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმე რჩება, თუმცა დადებითი დინამიკით - ლევან რატიანი შატილის ავარიისას დაშავებულებზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმე რჩება, თუმცა დადებითი დინამიკით:

"2 ქალბატონთან ჩატარდა ინტერვენციული ღონისძიებები, ანუ ლიკვიდირებული იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ რჩება მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მათ აქვთ ძალიან რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს რომ სამივე ქალბატონს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს," - განაცხადა ლევან რატიანმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, 23 აგვისტოს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

დღის ამბები