ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმ "ლაურას" 6 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალმა ლუიზიანისა და ტეხასის შტატები დააზარალა. შტორმის შედეგად დატბორილია სახლები და საავტომობილო გზები.
სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. შტორმმა "ლაურამ" შეერთებულ შტატებთან მიახლოვებამდე კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს გადაუარა, სადაც სტიქიას 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.