29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21- ით გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21- ით გაიზარდა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ტესტირება 197 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 21 პირს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 295 შემთხვევა დაფიქსრდა, მათგან 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

დღის ამბები