29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"მე დავბრუნდები" - მიხეილ სააკაშვილის ტრადიციული წინასაარჩევნო დაპირება, მორიგი ბოდიში და ხელისუფლების ნაცნობი პასუხი - "ჰამოვიდეს"

მე დავბრუნდები - ეს წინასაარჩევნოდ, ისევ მიხელ სააკაშვილის სიტყვებია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ ისევ აანონსებს ჩამოსვლას და ისევ დაკავებით ემუქრებიან.

მიხელ სააკაშვილი უკრაინიდან ავრცელებს მიმართვას, სადაც ის საქართველოს მოსახლეობას ახალ დაპირებებს აძლევს, შეცდომებზე ბოდიშს იხდის და აანონსებს, რომ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება. მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლას განსაკუთრებით ელოდებიან საკუთარ გუნდში და პარტიის ლიდერის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებასაც გეგმავენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას ასევე შეფასებები მოყვა მმართველი გუნდის მხრიდანაც, და აცხადებენ, რომ მას ქართული მართლმსაჯულებით გასამართლება ელის. 

დღის ამბები