"ქუჩაში მოსახლეობის დახრჩობას და დევნას არ ვაპირებთ, თუ ამას არ გვაიძულებენ" - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, სამმა მილიონმა ადამიანმა მას ნდობა გამოუცხადა და ახლა მთავარია ყურადღება ეკონომიკაზე გაამახვილონ, რათა საწარმოებმა გამართულად მუშაობა შეძლონ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციების შემთხვევაში აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, რასაც უკვე 18 დღეა ათასობით მოქალაქე აპროტესტებს, ოპოზიციის განცხადებით, ლუკაშენკომ არჩევნების შედეგები გააყალბა.