29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
აშშ-ში ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის მოზარდი დააკავეს

უისკონსინის პოლიციამ ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის მოზარდი დააკავა, რომელმაც ქალაქ კენოშაში საპროტესტო აქციის დროს ცეცხლი გახსნა. ის 2003 წელს დაბადებული პირია, რომელიც შტატის დატოვებას და მშობლიურ ილინოისში გამგზავრებას ცდილობდა.

საპროტესტო გამოსვლები კენოშაში 23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც პოლიციელმა 29 წლის ჯეიკობ ბლეიქს დაკავების დროს ზურგის არეში შვიდჯერ ესროლა. მომხდარმა მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია.

დღის ამბები