29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
რუსეთის საგამოძიებო უწყება გერმანიას ნავალნის დაკითხვის უფლებას სთხოვს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს. მედიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ციმბირის დეპარტამენტის სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ იმ სასტუმროს ნომრის ინსპექტირება განახორციელეს, სადაც ნავალნი ტომსკში ყოფნის დროს რჩებოდა.

მათივე ცნობით, სასტუმროს ნომერში არანაირი ნარკოტიკები ან სხვა ძლიერი ნივთიერებები არ აღმოუჩენიათ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიას რუსეთის საგამოძიებო უწყებამ თანამშრომლობის თხოვნით მიმართა და შესაძლებლობის შემთხვევაში ნავალნის დაკითხვის უფლების მიღება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავით მგზავრობისას გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა ომსკში განახორციელა. ის მოწამვლის ნიშნებით ჯერ ომსკის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ოჯახის წევრები თავიდანვე ეჭვობენ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს. მოგვიანებით, ბერლინის კლინიკის ექიმებმა განაცხადეს, რომ კლინიკურად დასტურდება, ნავალნის სხეულში მომწამვლელი ნივთიერებების არსებობის შესახებ.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის  ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს. 

დღის ამბები