29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
თეა წულუკიანმა ბაღდათში ახალი საზოგადობრივი ცენტრი გახსნა

ბაღდათში საზოგადობრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ცენტრი ქვეყნის მასშტაბით 82, იმერეთში კი მეცხრამეტეა.

ცენტრისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული. აქ სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ ბაღდათისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები.

ცენტრის, როგორც საჯარო, ისე კერძო სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება, აგრეთვე, 24 საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.

"მნიშვნელოვანია, რომ ბაღდათში აქაურები და ახლო სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა 200-ზე მეტ საჯარო სერვისს მიიღებს. აქ იქნება უფასო, უკაბელო ინტერნეტი, კომპიუტერები, წიგნები, რაც მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რათა მათ თავისუფალი დრო აქ გაატარონ და ამ დარბაზში საშინაო დავალებებიც კი მოამზადონ,"- განცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 



 

დღის ამბები