29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დაყენება ყველაზე ლოგიკურია - რომან გოცირიძე

მე ვბრუნდები - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ეს ფრაზა ისევ პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა.

ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნების პარალელურად, "ნაციონალურ მოძრაობაში" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ. როგორც რომან გოცირიძემ "კურიერთან" განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია პარტიაში ცალკე შედგება, თუმცა პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი ყველაზე ლოგიკურია.

"სიმწრის განცხადებაა, წულუკიანის ცინიკური რეპლიკა და სასაცილო პოსტის დადება ფეისბუქზე ნიშნავს, რომ არიან საკმაოდ შეშინებული და ჩაფიქრებულები ბევრ გარემოებათა გამო, თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიცოდით მიხეილ სააკაშვილის ზუსტი გეგმები უკრაინაში, რა ვალდებულებები ჰქონდა, სადამდე და ა.შ. ამიტომ, დღევანდელმა მისმა განცხადებამ ბევრი რამ ნათელი გახადა. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მის დასახელებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე და მისი დასახელება შექმნილ ვითარებაში ლოგიკურიც იქნებოდა,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებტ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ საქართველოში ბრუნდება. ის ამბობს, რომ წლების გადმოსახედიდან უკეთესად გაიაზრა, როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას უკეთესად, დაშვებული შეცდომების გამო კი ბოდიშს იხდის. 

დღის ამბები