29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან გაერთიანდა

ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან გაერთიანდა. დღეს ქუთაისის კლინიკაში  გაერთიანების აღსანიშნავი კონფერენცია-სემინარი გაიმართა, სადაც თემაზე "ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები - წარსული და მომავალი" საანგარიშო მოხსენება წარადგინეს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, იმსჯელეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებზე, პანდემიის პერიოდში პაციენტთა მართვაზე.

დღის ამბები