29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული თელავის საკრებულოს დეპუტატი პატიმრობაში დატოვეს

თელავის რაიონულმა სასამართლოში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული თელავის საკრებულოს დეპუტატის, მიხეილ გრემელაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. თუმცა, დაცვის მხარე 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 
მოსამართლის ეს გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და ხმაურით შეხვდა ბრალდებული, რის გამოც დარბაზიდან გაიყვანეს.

მიხეილ გრემელაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლესა და შვილებზე არ უძალადია და არც გაუფორმებელი იარაღი ჰქონია.

საკრებულოს დეპუტატი პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით  მიმდინარე წლის 8 ივლისს დააკავა.
ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში გრემელაშვილს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები