ტრამპი გამოდის ინიციატივით, პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების წინ, მან და ჯო ბაიდენმა ნარკოტესტი ჩაიტარონ. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ტელედებატების დროს, უჩვეულოდ გააქტიურებული მოეჩვენა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე დონალდ ტრამპი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, მძინარე ჯოს ეძახდა, 3 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სამი დებატია დაგეგმილი. ამასთან, მოქმედმა პრეზიდენტმა დებატები გლადიატორთა ბრძოლას შეადარა.