29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
სოციალური დანარიცხი რომელსაც ოჯახები მიიღებენ, არცერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული - გიორგი გახარია

პანდემიის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მთავარი თემა - ქვეყნის ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა, 200-ლარიანი დახმარებები და სოციალური შემწეობები იყო. 

პრემიერმა გიორგი გახარიამ სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალური დანარციხები, რომელსაც ოჯახები მიიღებენ, საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული არ და ვერ იქნება. 

"გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობილი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ოჯახები, არცერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს, რომელსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად.

პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და თანხების დარიცხვა დაწყება 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება წლის ბოლომდე, ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში - უკვე პირველ დეკემბრამდე,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით უკვე 810 000 ბავშვზეა განაცხადი შესული, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს.

დღის ამბები