29 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 ლენჯერს, 6 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო 4 შემოტანილია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევვიდან, ერთის წყარო ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია.

"ოთხი შემოტანილი შემთხვევიდან ერთი კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახლავთ. 

გამოჯანმრთელებულების ციფრი სოლიდურად გაიზარდა. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი არის 82. მკურნალობას კოვიდ ცენტრებში გადის 230 დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, უმეტესი ნაწილის გახლავთ საშუალო სიმძიმისა, მსუბუქი და უსიმპტომო," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას განცხადებით, 40 გამოჯანმრთელებულში ჯარისკაცები არ შედიან. 

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 19 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ეზუგბაიას ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში 1 კრიტიკულად მძიმე  და 1 მძიმე პაციენტი რჩება.

მისი ვარაუდით, ქვეყანაში დაახლოებით 5-7 დაუდგენელი წყაროა, თუმცა ის ამ ეტაპზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

დღის ამბები