29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
"აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია" "პატრიოტთა ალიანსის" ხატს საჩუქრად არ იღებს და უკან აბრუნებს

"აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია" "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატანილ ხატს საჩუქრად არ იღებს და მის უკან დაბრუნებას გეგმავს, ამის შესახებ მათ განცხადებაშია აღნიშნული. 

"აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოიტანეს და ილორის ტაძარს აჩუქეს, ეკლესია ხატს უკან დააბრუნებს. 

ეს მისია ისე შედგა, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არაფერი შეუტყობინებიათ. მსგავსი აქციები დაუშვებელია, ვიდრე აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია და აფხაზეთის სახელმწიფოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს," - წერია განცხადებაში. 

ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული ფოტოები "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. ფოტოები გადაღებულია 18 აგვისტოს აფხაზეთში, ილორის ტაძარში. 

"მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ- ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყლებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ!"- წერდა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. ლაშა საქანია მიზეზად აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს.

დღის ამბები