რუსეთი დაინტერესებულია, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ინციდენტის ყველა გარემოების მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიებით, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთმა ნაჩქარევი და უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავი უნდა შეიკავოს.
ბერლინის კლინიკის ექიმის მანუელა ზინგლის განცხადებით, ალექსეი ნავალნი კვლავ კომაში რჩება.