29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს "ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი ვაშაძე

ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს "ნაციონალური მოძრაობა" - ამ სიტყვებით "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძე  წერს, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაა, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდი დაამარცხონ.

"ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დამარცხებას. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის კანდიდატზე და ჩემთან როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს," - წერს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

დღის ამბები