29 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა დაასახელა. ოქტომბრის არჩევნებზე პარტიას, ამ კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, ხატია დეკანოიძე წარმოადგენს.  შესაბამისად, ხატია დეკანოიძე და გიორგი ვაშაძე უკვე კონკურენტები გამოდიან.

"ნაციონალური მოძრაობა ერთგული რჩება თავისი შეთანხმების სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. გადაწყვეტილება იყო მიღებული ძალიან პრაგმატული და ძალიან სწორი, ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი უკვე გულაცრუებული იყო იმ კანდიდატზე, რომელსაც არ ჰქონდა უკვე პარტიის მხარდაჭერა და ბუნებრივია, ჩვენ რისკის ქვეშ დავაყენებდით ამ უზარმაზარ ოლქს, სადაც ძალიან დიდია "ნაციონალური მოძრაობისადმი" მხარდაჭერა," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სხვა ოპოზიციური პარტიები "ნაციონალური მოძრაობას" შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, რომ დააყენოს ისანში კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო შეთანხმებული კანდიდატი, მიგვაჩნია, რომ არის ცუდი გადაწყვეტილება. ეს არის შეთანხმების დარღვევა და აჩვენებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ შუძლია აღებული ვალდებულებების შესრულება. სამწუხაროდ, ამას შედეგი ექნება მათ შორის ამომრჩევლის მხრიდანაც," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, პარტიას ისანში კანდიდატი აღარ დაეყენებინა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ტრაგედია არაა და დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის უმეტესი ნაწილი მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვებს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ"განცხადება, რომ ისანში საკუთარი კანდიდატი ეყოლებოდა მაშინვე გააკეთა, რაც გიორგი ვაშაძემ "ძალა ერთობაშია" დატოვა.

დღის ამბები