29 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი - რა გზას გადიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველები პენსიის ასაღებად

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი, ამჯერად, ოთარ ჯობავაა, მისი ცხედარი მდინარე ენგურმა გუშინ გამორიყა.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი 65 წლის მამაკაცი რუსული მავთლხლართებისგან თავის დაღწევას და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, პენსიის აღების მიზნით ცდილობდა, თუმცა მას გულმა უმტყუნა და მდინარეში დაიღუპა.  

მდინარის გავლით ტყვეობიდან თავის დაღწევის ამ ფორმას გალელები თებერვლიდან მიმართავენ - მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე ერთადერთი გადასასვლელი ჩაკეტა. 

 

ნინი ფუტკარაძე

დღის ამბები