29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ოქტომბრიდან ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება - რა რეგულაციებია დაწესებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 

2 ოქტომბრიდან ბაღები ბავშვების მიღებას ისევ შეძლებენ, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების დაცვით. ის, რაც მისაღებია სახელმწიფო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის, მიუღებელია კერძო ბაღებისთვის.

სახელმწიფო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად 14 სექტემბრისთვის ემზადებოდნენ, შესაბამისადშენობა ახალ მოთხოვნებს უკვე აკმაყოფილებს. დეზობარიერი , სადეზინფექციო ხსნარები და იზოლირებული ოთახი მზად აქვთ.

ახალი რეგულაციები მიუღებელია კერძო ბაღებისთვის. მათ 1 სექტემბერს მეიჯარეებთან კონტრაქტები განაახლეს და აღსაზრდელების ახალი ნაკადი ჯგუფების მიხედვით უკვე გადაანაწილეს. ამბობენ , რომ თუ დროულად მუშაობას არ აღადგენენ ფინანსური პრობლემები დაემატებათ.

15 სექტემბერს სკოლებთან ერთად კონოთეატრები, 1 ოქტომბრიდან, ბაღებთან ერთად კი თეატრებიც გაიხსნება. 

დღის ამბები