29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი საბიუჯეტო დახმარება ვადაგადაცილებული სესხების მომსახურებისთვის არავის ჩამოეჭრება

18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი საბიუჯეტო დახმარება ვადაგადაცილებული სესხების მომსახურებისთვის არავის ჩამოეჭრება. ეს გადაწყვეტილება ბანკების ხელმძღვანელებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

სახელმწიფოსა და ბანკირებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, თანხა ყველა მშობლის ანგარიშზე აისახება, მიუხედავად მათი საბანკო ისტორიისა.

200-ლარიანი დახმარებების გაცემა პირველი სექტემბრიდან დაიწყება. daxmareba.moh.gov.ge-ზე, ამ დროისთვის, ავტორიზაცია 742 ათასმა მოზარდმა უკვე გაიარა.

დღის ამბები