29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედებები მცხეთაში - "კურიერმა" დღეს პოლიციას იმ ადგილას მიაკვლია, სადაც შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

საგამოძიებო მოქმედებები მცხეთაში- "კურიერის" კამერამ დღეს პოლიციას იმ ადგილას მიაკვლია, სადაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს.

რა უნდოდათ პოლიციელებს ადგილას, რომელიც შაქარაშვილის ცხედრის პოვნის წერტილიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს უცნობია. "კურიერის" კამერის გამოჩენისთანავე ეს ლოკაცია დატოვეს და არ განმარტეს, რატომ მუშაობდნენ იქ,  შაქარაშვილის საქმეზე.

"კურიერს" სანდო წყარო გიორგი შაქარაშვილის საახლობლოდან უყვება, რომ ეს არის ადგილი, სადაც ცხედრის პოვნის დღეს საპოლიციო ძალებმა დამატებით ნივთმტკიცებულებები აღმოაჩინეს, რის გამოც, ცხედრის აღმოჩენის ლოკაციამდე ახლობლები ამ გზის გავლით არ მიუშვეს და უკან მოაბრუნეს. თუმცა, არის თუ არა ეს ინფორმაცია რეალობასთან ახლოს დაზუსტებული არ არის.

მედიის ინფორმაციით, დასაკითხ პირთა შორის იყო ის ორი პოლიციელი, რომლებმაც იაკობ ბრეგვაძეს საგურამოსკენ მიმავალ გზაზე მიაკითხეს, ასევე ექსპერტები რომლებიც საქმეზე მუშაობდნენ და მცხეთის სამმართველოს გამომძიებლები, მაგრამ არც ერთმა მათგანმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

არასრულწოვნების არსებითი განხილვა ძალადობის, ძალადობის ორგანიზების ა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე 31 აგვისტოს განახლდება.

დღის ამბები