29 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გაეროს, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება გოგიტა თოდრაძის 2 წლის ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით, ბიუროს მე-7 სესიაზე მიიღეს.

"ქართული სტატისტიკის ისტორიაში გაეროს ესკაპის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ, საქართველოს წარმომადგენელი პირველად აირჩიეს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს შესაძლებლობას წარმოადგენს,"- აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.



დღის ამბები