29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
დროსა და სივრცეში არიან ძალიან არეულები... ერთმოქმედებიანი ფარსია - ოპოზიციის წევრები "ქართული ოცნების" ინიციატივაზე

"ქართული ოცნების" ინიციატივას, ამომრჩევლის იძულებისა და დაშინების შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს, უკვე მოჰყვა შეფასებები.

"კურიერი" საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს ესაუბრა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ აღნიშნულ ინიციატივას ისინი ადრე თავადაც ითხოვდნენ, თუმცა საარჩევნო კოდექსში მმართველმა გუნდმა მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

დეპუტატების ნაწილი შიშობს იმასაც რომ სახელისუფლებო პარტია ცვლილებებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა იყო, სხვათაშორის, ოპოზიციის მოთხოვნა, როდესაც საარჩევნო კოდექსზე ვმუშაობდით, ცვლილებების მიღება ხდებოდა და უარი თქვა მაშინ "ქართულმა ოცნებამ" ამ ცვლილებების მიღებაზე, ახლა ამ ინიციატივის წარდგენა, არჩევნებამდე ძალიან მოკლე დროში, მგონია რომ არის აცდენა "ქართული ოცნების" მხრიდან, დროსა და სივრცეში არიან ძალიან არეულები.

თუ უარს იტყვიან განხილვაზე იმ არგუმენტით, რომ ახლა არ არის ამის დრო და ვერ ვასწრებთ, ეს არის მაშინ მხოლოდ დეკლარაცია, ფორმალობა და მე ამ ფორმალობასა და ფარსში არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას," - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

"ადამიანები, როდესაც ტყუიან, ჯერ ცდილობენ რომ სხვა დააჯერონ ამ ტყუილში, მერე დროთა განმავლობაში თვითონ იწყებენ ხოლმე საკუთარი თავის დაჯერებას. მერე მართლა სჯერათ, რომ სიმართლეს ამბობენ. მოდი, ჩავთვალოთ, რომ ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა. "ქართული ოცნება" ჯერ საზოგადოებას ატყუებს, მერე კი უბრალოდ, ცდილობს, თავისი თავი დაარწმუნოს იმაში, რომ მართლა საქმიანად საუბრობს და მართლა საქმეს აკეთებს. ეს არის ერთმოქმედებიანი ფარსი," - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

"ის, ვისაც ეს სანქციები უნდა დაუწესდეს და დაუწესდება, ეს იქნება "ქართული ოცნება". ის არის ადმინისტრაციული რესურსის მფლობელი. მას შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს საჯარო სამსახურის დასაქმებულებზე, ასევე კერძო სტრუქტურებში დასაქმებულებზეც, რაც აქ ცოტა საჩოთიროა - რამდენად გამოიყენებს ქართული ოცნება თვითონ ამ გამკაცრებულ კანონმდებლობას, სხვა პარტიების მხარდამჭერებისთვის და თუ მაგალითად, უსაფუძვლოდ არ დაიწყებს ამ ადამიანების დევნას გამკაცრებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, "ქართულ ოცნება" ახალი ინიციატივით გამოდის, რაც საარჩევნო კოდექსის შემუშავებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებში, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. 

დღის ამბები