29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
თვითმკვლელობა ვერ დარჩება ძალაში ვერანაირად, რადგან ეს არის მკვლელობა - მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა თბილისის პროკურატურაში, მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმის მასალების გაცნობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ისევ არ პასუხობს ოჯახის კითხვებს და ამ დრომდე, არ კმაყოფილდება საქმის გადაკვალიფიკცირების მოთხოვნა.

"არაკვალიფიციურ საგამოძიებო მოქმედებებზე ვისაუბრეთ, რომლის გამოსწორებასაც გამოძიება ახლა ცდილობს. ხელმეორედ მოუწევს გამოძიებას ყველაფრის თავიდან ჩატარება. თვითმკვლელობა ძალაში ვერ დარჩება ვერანაირად, რადგან ეს არის მკვლელობა. სულ რო ეგსგუმაცია დასჭირდეს თამუნას ცხედარს, ასეც მოვიქცევით. დანარჩენს უკვე დაველოდებით ამ თვის ბოლოს, რა შედეგს მოგვცემს გამოძიება,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები