29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
"მამა არ მოკლავდა თავის შვილს, ძალიან უყვარდა, 1500 ლარიანი "კვადრო" უყიდა..." - 11 წლის გარდაცვლილი ბავშვის და

11 წლის გარდაცვლილი მოზარდის დას არ სჯერა, რომ მისი ძმა მამამ მოკლა. თინათინ აბჟანდაძის მტკიცებით, ბავშვი მამას ძალიან უყვარდა და მის ყველა სურვილს ასრულებდა

"მე მგონია, რომ მამა არ ჩაიდენდა, არ მოკლავდა თავის შვილს. არ ძალადობდა მამაჩვენი, ძალიან უყვარდა. "კვადრო" უყიდა, 1500 ლარი მისცა...

მამა რომ დალევდა, ყვირილი, ხმამაღალი საუბარი უყვარდა, ალბათ ფსიქიკაზე იმოქმედა და პატრული რომ აივლის, აღარ იყვირებსო, მაგიტომ ითხოვდა ჩემი ძმა პატრულის ნომერს,"- უთხრა "კურიერს" გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დამ თინათინ აბჟანდაძემ. 

დღის ამბები