29 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ახალი რეგულაციები ბავშვებზე აღმასრულებლის მხრიდან არასწორად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა - ნიკა სიმონიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, საპარლამენტო მდივნის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, რეგულაციაში, რომელიც მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, ძალადობის ამსახველი სცენების ჩვენება ტელეეთერით აიკრძალოს გარკვეული ბუნდოვანი საკითხებია.

"რეგულაციაში მოცემული ნორმები ადგენენ ბავშვის სამაუწყებლო სივრცეში დაცვის გარანტიებს. ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს თვითრეგულირების მექანიზმებისთვის, რომ ირღვეოდა ეს თემები და ამ თვალსაზრისით ჩვენი კანონმდებლობა მოიკოჭლებდა.

ახალ რეგულაციებს და მასში მოცემულ ნორმებს აქვს კეთილი მიზანი, მაგრამ ის აღმასრულებლის მხრიდან არასწორად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. აქ მთავრი არის ის, რომ ეს ნორმა შესაძლოა კომისიამ იმგვარად წაიკითხოს, რომ მათი მხრიდან ეს ბოროტად იყოს გამოყენებული. კომისია არ აკონკრეტებს აქტში კონკრეტულ საკითხებს და გარკვეულ ნაწილს ძალიან ცუდ ინტერპრეტირებას უკეთებს," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, საპარლამენტო მდივანი ნიკა სიმონიშვილი.

1 სექტემბრიდან ძალაში შედის ბავშვის უფლებებათა კოდექსი, რომელსაც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ არის გარკვეული ბუნდოვანებები, ზოგიერთი ნორმა არის ძალიან ზოგადი, აბსტრაქტული და არ იციან უწყებებმა, რა იგულისხმება სხვადასხვა დებულებაში და როგორ უნდა აღასრულონ ის.

ყველაზე მთავარი შენიშვნა ეხება ამ კოდექსიდან გამომდინარე ცვლილებებს, რომლებიც სხვა კანონში უნდა შევიდეს და არეგულირებს მაუწყებლების ქცევას.

დღის ამბები