29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
სოფელ თორიას 3 მაცხოვრებელი და 8 მწყემსი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

რვა მწყემსი და სოფელ თორიას სამი მაცხოვრებელი, ნინოწმინდის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სოფელ თორიას მცხოვრებლებსა და მომთაბარე მწყემსებს შორის დაპირისპირების გამო, 23 აგვისტოს, სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს. დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური ძალადობის მუხლებით დაიწყო.

დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით თორიას მოსახლეობა ნინოწმინდის პოლიციასთან, 24 აგვისტოს შეიკრიბა.

სამცხე–ჯავახეთში მომთაბარე მწყემსებთან დაპირისპირების ეს პირველი შემთხვევა არ არის. მომთაბარე მწყემსების მიერ რეგიონში გადმორეკილი პირუტყვის გამო საძოვრების პრობლემას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მსგავსად, ახალციხის სოფლების მოსახლეობაც აპროტესტებს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს გაიმართება.

დღის ამბები