29 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ბაგა-ბაღებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ, თუმცა პერსონალის დამატებას მერია არ გეგმავს

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით, ბაგა-ბაღებში, პანდემიის გამო შემოღებული ახალი რეგულაციების მიუხედავად, პერსონალის დამატება არ იგეგმება.

"კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ პანდემიის პირობებში, ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეს ჩვენმა დირექტორებმა და პერსონალმა. 2000-მდე ბაღის თანამშრომელი იყო გამოსული და თავდაუზოგავად იშრომა იმისთვის, რომ საკვები მიეწოდებინათ პატარებისთვის. მათ ძალიან ეფექტურად იმუშავეს და დარწმუნებული ვარ, ის პერსონალი, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს, გაართმევს თავს. 

გარკვეული წესების დაცვა იქნება საჭირო. ჰიგიენის, პირბადის ხმარება და ინვენტარის დამუშავება... დარწმუნებული ვარ, რომ იმ პერსონალით, რაც ბაღებს ემსახურება, ამ გამოწვევას სრულიად გავართმევთ თავს და ამ ეტაპზე, ახალი კადრების დამატება არ იგეგმება,"-განაცხადა "დღის კურიერში" თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა. 

საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება 1 ოქტომბერს იგეგმება.

დღის ამბები