29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
თუ ვერ დააკმაყოფილებს სკოლა ან ბაღი მოთხოვნებს, შემდეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული - ბექა ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ბაღებსა და სკოლებს შესაბამისი პროტოკოლის დაცვა მოუწევს, რასაც საბოლოოდ შრომის ინსპექცია შეამოწმებს, რის შედეგადაც დადგინდება, მიეცემა თუ არა კონკრეტულ ბაღს, ან სკოლას ფუნქციონირების უფლება.

"თითოეულმა სექტორმა უნდა შეადგინოს შესაბამისი გრაფიკი, თუ რა რაოდენობით ბავშვებს გადაანაწილებს ოთახში. ასევე, დაწყებამდე, თითოეულმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სტაფი იყოს გადამზადებული. ამ ყველაფერს გააკონტროლებს შრომის ინსპექცია.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს იქნება შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინება, უნდა იყოს ბავშვებისთვის ინდივიდუალური ყუთები, მარკერებისთვისფანქრებისთვის, ასევე უნდა იყოს გამოყოფილი ერთჯერადი ხელის გასამშრალებლები.

აქ იქნებიან ჩართულები, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ა.შ.

ჩვენ გვაქვს შესაბამისი ელექტრონული პროგრამა, სადაც რეგისტრირდება კომპანია და ითხოვს ინსპექტირებას, ჩვენ კი შესაბამისი დელეგირებით ვაწვდით სხვდასხვა უწყებას ამ ინფორმაციას, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს შრომის ინსპექცია.

ეს ყველაფერი ნამდვილად მოსწრებადია, უბრალოდ, აქ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შრომის ინსპექციამ. თუ ვერ დააკმაყოფილებს სკოლა ან ბაღი მოთხოვნებს შემდეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული,"- განაცხადა ბექა ფერაძემ.

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბრიდან განახლდება.

დღის ამბები