29 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ჩვენ ვაპირებთ უპრეცენდენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის იძულებისა და დაშინების შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამ ინიციატივის მიზანია საქართველოში უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. 

"ჩვენ ვაპირებთ უპრეცენდენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თუკი ვინმე გაბედავს, რომ ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, ბუნებრივია მათზე უფრო მკაცრი იქნება კანონმდებლობა, ვიდრე აქამდე იყო. ასევე, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს ხმის მიცემის ფარულობა, დააპიროს ვინმეს მოსყიდვა, დაშინება და ა,შ, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იქნება კიდევ უფრო მკაცრი, ვიდრე ეს აქამდე იყო," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები