29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
მზად ვართ ჩარტერული რეისების დასანიშნადაც კი, რომ ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია მათ მისაღებად. 

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის ამისთვის სპეციალური რეისები დანიშნოს. 

"არსებობს სრული მზადყოფნა რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ქვეყანაში. ჩვენ ამისთვის უკვე უზრუნველყოფილი გვაქვს უსაფრთხოების სპეციალური პროგრამა და პირობები და, ასევე, საკოორდინაციო საბჭო პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ჩვენ, როგორც ხელისუფლება მზად ვართ ჩარტერული რეისების დასანიშნადაც კი, რომ ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. როგორც კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები გააკეთებენ განაცხადს, მაშინვე ხელისუფლება ამას უპასუხებს სათანადო ნაბიჯებით,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები